სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქი, ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლა
მისაღები გამოცდები 2025
ყურადღება: რეგისტრაციის ფორმაზე გადასვლამდე ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორამციას!
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში.
მისაღები ადგილების რაოდენობა: მე-7 კლასი - 50, მე-8 კლასი - 10, მე-9 კლასი - 5, მე-10 კლასი -5 და მე-11 კლასი 5 მოსწავლე.
თანამედროვე დიზაინით მოწყობილი საგანმანათლებლო სივრცე უზრუნველყოფილია უახლესი ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით. მოსწავლეები დამატებითი საგანმანათლებლო
მომსახურებების სახით სარგებლობენ სპორტული, შემოქმედებითი და ინტელექტუალური, პროგრამირების და ვებდიზაინის კლუბების მომსახურებებით.
რეგისტრაციის პირობები:
მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად სკოლის ვებ-გვერდზე pmc.edu.ge-ზე 2025 წლის 23 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით.
ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველებში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების სკანირებული ვერსია:
1. პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (.PDF ფორმატი).
2. სკოლის მიერ გაცემული 2024-2025 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი (.PDF ფორმატი).
მისაღები გამოცდები ჩატარდება 2025 წლის 19-20 ივლისის პერიოდში (ადგილის, კლასების მიხედვით თარიღისა და საათის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოქვეყნდება არა
უგვიანეს 2025 წლის 15 ივლისიდან სკოლის ოფიციალურ Web და Facebook გვერდებზე).
საგამოცდო ტესტის სტრუქტურა:
ტესტი შედგება 10 ღიაბოლოიანი ამოცანისგან.
ტესტის მაქსიმალური ქულაა 20.
ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
მისაღებ გამოცდაზე მონაწილეობის უფლება აქვთ:
მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდის დღეს ირიცხებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეთა ბაზაში და 2024-2025 სასწავლო წელს შესაბამის კლასში მათემატიკაში წლიური ნიშანი აქვს 8 ქულა ან მეტი.
სკოლაში მოსწავლეთა მიღება განხორციელდება მათემატიკის გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე.
ჩარიცხვის შემთხვევაში მშობელს წარმოსადგენი აქვს დახასიათება სკოლიდან, სადაც უნდა იყოს აღნიშნული, რომ მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების ქალაქში სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლის მე-3 კორპუსში. ქალაქი ბათუმი, სვიშჩევსკის ქ. N 1 (გარადოკის დასახლება)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ მისამართზე: სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ქ.ბათუმი, ფიროსმანის ქ.N5 ტელ: 571 12-13-15.