სკოლის ისტორია
1934 წლის 20 აგვისტოს აჭარის ასსრ განათლების სახალხო კომისარიატის ინიციატივით ქ.ბათუმის განათლების განყოფილების შრომის, ცოდნის ბაზაზე ჩამოყალიბდა ქ.ბათუმის ა.მგელაძის სახელობის №18 არასრული საშუალო სკოლა.1944 წლის 24 თებერვალს ქალ–ვაჟთა ცალკე სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით აჭარის ასსრ განათლების სახალხო კომისარიატის ინიციატივით სახალხო სკოლა გადაკეთდა ქ.ბათუმის ვაჟთა №9 რვაწლიან სკოლად და ეწოდა ალექსანდრე ყაზბეგის სახელი. 1952 წლის 1 სექტემბერს ქ.ბათუმის ვაჟთა № 9 რვაწლიანი სკოლა გადაკეთდა ქ.ბათუმის № 9 ვაჟთა საშუალო სკოლად, ხოლო ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1954 წლის 5 აგვისტოს № 12–95 გადაწყვეტილებით 1954 წლის 30 აგვისტოდან ბათუმის №9 ვაჟთა საშუალო სკოლა გადაკეთდა ა.ყაზბეგის სახელობის №6 ქართულ საშუალო სკოლად.1972 წლის 1 აგვისტოდან ქ.ბათუმის განათლების განყოფილების ბრძანებით №6 ქართულ საშუალო სკოლას ეწოდა სამოქალაქო გმირის ვასილ კიკვიძის სახელი. 1993 წლის 21 მაისის ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის გადაწყვეტილებით №6 საშუალო სკოლას ეწოდა ჰ. აბაშიძის სახელი. სსიპ-ქ. ბათუმის №19 საჯარო სკოლას კი 1956 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩაქვის რაიონის სოფელ ანგისის სკოლის სახით . 1972 წელს სოფელანგისის სკოლა ახალ მისამართზე ქალაქ ბათუმი ფიროსმანის №5–ში გადავიდა და და ეწოდა ქალაქ ბათუმის №27 რუსული საშუალო სკოლა. 2001 წლის 25 მაისიდან №11 ბრძანებისსაფუძველზე ქ.ბათუმის №27 საშუალო სკოლა გადაკეთდა სპორტულ სკოლა–ლიცეუმად. 2004 წლიდან კი–№27 საშუალო სკოლად .საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის № 448 ბრძანების შესაბამისად ქ. ბათუმის №27 საშუალო სკოლას შეეცვალა სტატუსი და ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურდიულ პირად და ეწოდა სსიპ-ქალაქ ბათუმის№19 საჯაროსკოლა. 2010 წლის 30 ივლისის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №64/ნ ბრძანების საფუძველზე ქ. ბათუმის №19 საჯარო სკოლა მიუერთდა ქ.ბათუმის №6 საჯარო სკოლას და დაფუძნდა ბათუმის 19 საჯარო სკოლის ბაზაზე, 2012 წლის 19 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით სსიპ ქალაქ ბათუმის №6 საჯარო სკოლას ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სტატუსი მიენიჭა, ხოლო 2013 წლის 28 მარტის№43/ნ ბრძანებით სსიპ- ქალაქ ბათუმის №6 საჯარო სკოლას- სსიპ-ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის სახელი მიენიჭა.
2023 წლის მონაცემებით სკოლაში სწავლობს 2416 მოსწავლე.